Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კრემლის თანახმად პუტინისთვის სანქციების დაწესება რუსეთთან ურთიერთობის გაწყვეტას გამოიწვევს


კრემლის პრესმდივანმა „უკიდურესი ზომა“ უწოდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისათვის შესაძლო სანქციების დაწესების შესახებ ამერიკელ სენატორთა ჯგუფის იდეას, რაც, დმიტრი პესკოვის აზრით, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაწყვეტის ტოლფასი იქნებოდა.

კანონპროექტი სანქციების შესახებ სენატორთა ჯგუფმა შეიმუშავა დემოკრატი რობერტ მენენდესის ხელმძღვანელობით, რომელიც საერთაშორისო კომიტეტს ხელმძღვანელობს.

უკრაინაზე რუსეთის სრულმასშტაბიანი თავდასხმის შემთხვევაში სენატორები თეთრი სახლის ადმინისტრაციას სთავაზობენ აეკრძალოს ვლადიმირ პუტინს აშშ-ში შესვლა და გაიყინოს ამერიკულ ბანკებში მისი სავარაუდო აქტივები. ანალოგიური შეზღუდვები დაწესდება რუსეთის მთავრობის მეთაურის, შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრების და ასევე ყველა იმ პირის მიმართ, რომლებსაც ვაშინგტონი შესაძლო სამხედრო აგრესიის თანამონაწილედ ჩათვლის.

სანქციების ქვეშ ასევე შეიძლება აღმოჩნდეს რუსეთის საგარეო ვალი და გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“, რომლის მშენებლობა მართალია დამთავრდა, მაგრამ ჯერჯერობით არ ამოქმედებულა სერტიფიცირებასთან დაკავშირებით წარმოქმნილი პრობლემების გამო.

XS
SM
MD
LG