საინფორმაციო სააგენტოების მიერ გავრცელებული ცნობების თანახმად, ვენაში გამართულ ეუთო-რუსეთის მოლაპარაკების მესამე რაუნდზე, რუსეთმა და დასავლეთის ქვეყნებმა კვლავ ვერ მიაღწიეს შეთანხმებას რუსეთის მიერ მოთხოვნილი ე.წ. უსაფრთხოების გარანტიების შესახებ.
ასეთ დასკვნის გაკეთების საფუძველს შესაძლებლობას იძლევა ეუთოში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის, ეუთოს სხდომაზე ალექსანდრ ლუკაშევიჩის მიერ გაკეთებული კომენტარები. „თუ მოსკოვი გონივრულ ვადებში არ მიიღებს კონსტრუქციულ პასუხს მის მიერ შეთავაზებულ წინადადებებზე, ხოლო რუსეთის მიმართ გაგრძელდება მოქმედების აგრესიული ხაზი“, მაშინ რუსეთი იძულებული გახდება გააკეთოს შესაბამის დასკვნა და მიიღოს ყველა ზომა სტრატეგიული ბალანსის უზრუნველსაყოფად და „ეროვნული უსაფრთხოებისათვის მიუღებელი მუქარების აღმოფხვრის“ მიზნით“, - განაცხადა ლუკაშევიჩმა ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს სპეციალურ სხდომაზე.
ალექსანდრ ლუკაშევიჩმა აღნიშნა, რომ რუსეთი მშვიდობისმოყვარე ქვეყანაა, მაგრამ „მშვიდობა ნებისმიერ ფასად მას არ სჭირდება“. მისი თქმით, რუსეთისთვის „უპირობო მნიშვნელობას“ ატარებს „უსაფრთხოების აუცილებელი და იურიდიულად გაფორმებული გარანტიების მიღება“.
თუ რა ზომები შეიძლება მიიღოს რუსეთმა, ალექსანდრ ლუკაშევიჩს არ დაუზუსტებია. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა ტელეკომპანია RTVI-სთან ინტერვიუში თქვა, რომ ერთ-ერთი შესაძლებელი ზომა შესაძლოა გახდეს რუსეთის ფედერაციის სამხედრო ინფრასტრუქტურის განლაგება კუბასა და ვენესუელაში.