Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალომე ზურაბიშვილი ყაზახეთში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა


საქართველოს პრეზიდენატი სალომე ზურაბიშვილმა ყაზახეთში მიმდინარე მოვლენებზე გააკეთა კომენტარი.

„ყაზახეთში არსებული მდგომარეობით ღრმად შეშფოთებული ვარ. ვგმობ ძალადობას, რომელიც ვიხილეთ და სწრაფი დეესკალაციის იმედი მაქვს. მოქალაქეების უფლებები და უსაფრთხოება დაცული უნდა იყოს. ჩვენ ყველას გვჭირდება გლობალური სტაბილურობა და მშვიდობისა და უსაფრთხოების გაძლიერება", წერს სალომე ზურაბიშვილი twitter-ში.

ყაზახეთში 2 იანვარს დაწყებული საპროტესტო გამოსვლები ფართო მასშტაბის არეულობაში გადაიზარდა. პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომარტ ტოყაევმა ვითარების გასაკონტრლებლად დახმარება სთხოვა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას, რომლის წევრებმაც ყაზახეთში ჯარები გაგზავნეს. დღეის მონაცემებით ქვეყანაში დაკავებულია 4000-ზე მეტი ადამიანი, ათობით დაიღუპა.

XS
SM
MD
LG