Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Freedom House: საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელი 100 ქულიდან 36.31-ით შეფასდა


საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House ყოველწლიურ ანგარიშს აქვეყნებს. ანგარიშის თანახმად, 2021 წელს საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელი 100 ქულიდან 36.31-ით ფასდება, ხოლო დემოკრატიის ქულის მიხედვით, 7-დან 3.18 ქულას შეადგენს, რითაც ქვეყანა გარდამავალი ან ჰიბრიდული რეჟიმის კატეგორიაში ხვდება.

წინა წლის მონაცემებით, დემოკრატიის მაჩვენებელი 100-დან 38 ქულას შეადგენდა, ხოლო დემოკრატიის ქულა 7-დან 3.25 იყო.

საერთაშორისო ორგანიზაცია დოკუმენტში წერს თავისუფლების ინდექსზე. 2021 წელს საქართველოში თავისუფლების მაჩვენებელი 100-დან 60 ქულით ფასდება. მათ შორის, პოლიტიკური უფლებები 40-დან 23 ქულით შეფასდა, სამოქალაქო თავისუფლებები კი 60-დან 37 ქულით.

ანგარიშის თანახმად, საქართველო ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნების კატეგორიას მიეკუთვნება.

რაც შეეხება ინტერნეტის თავისუფლების თვალსაზრისით 2021 წლის შეჯამებას, საქართველოს 100-დან 77 ქულა მიენიჭა, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით ერთი ქულით მაღალია და თავისუფალ ქვეყანათა კატეგორიაში ხვდება. ორგანიზაციის ცნობით, ინტერნეტის თავისუფლების დონე ფასდება შემდეგი კრიტერიუმებით – დაბრკოლებები წვდომაზე, შინაარსზე დაწესებული შეზღუდვები და მომხმარებელთა უფლებების დარღვევები.

XS
SM
MD
LG