Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ომიკრონის" გამო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მიმართავენ შემზღუდავ ზომებს


უკანასკნელ დღეებში ათასობით ავიარეისი გაუქმდა "ომიკრონის" სწრაფი გავრცელების გამო.
უკანასკნელ დღეებში ათასობით ავიარეისი გაუქმდა "ომიკრონის" სწრაფი გავრცელების გამო.

2022 წლის პირველი ორშაბათი აღინიშნა სკოლების დახურვით, გაჩერებული საკრუიზო გემებით და გაუქმებული ავიარეისებით, ვინაიდან სწრაფად იზრდება კორონავირუსის ვარიანტ „ომიკრონის“ გავრცელება.

კანადის ყველაზე მჭიდროდ დასახლებული პროვინციის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ სკოლები დაიხურება და ისინი დისტანციურ სწავლებაზე გადავლენ კორონავირუსით ინფიცირების სარეკორდო მაჩვენებლების გამო. ონტარიოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ სკოლების გარდა დაიხურება რესტორნები, ფიტნეს კლუბები და კინოები, ვინაიდან პროვინცია ინფიცირების შემთხვევების „ცუნამისთვის“ ემზადება.

მსოფლიოში ზედიზედ მერვე დღეა, რაც 5000-მდე ავიარეისი გაუქმდა. 1000-ზე მეტი რეისი გაუქმდა ავიაპერსონალის სიმცირის გამო, რაც კორონავირუსით დაავადებასთანაა დაკავშირებული.

ბრაზილიაში საკრუიზო გემებს განკარგულება გაეცათ, შეწყვიტონ მუშაობა. ქვეყნის სანაპიროს გასწვრივ საკრუიზო გემების მოძრაობის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ბრაზიზიის ჯანდაცვის მარეგულირებლის რეკომენდაციით. უწყების თანახმად, უკანასკნელ დღეებში გემებზე მკვეთრად იზრდება COVID-19-ის შემთხვევები.

ევროპაში პოლიციამ 30 ადამიანი დააკავა მას შემდეგ, რაც კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვებით უკმაყოფილო ხალხსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა ამსტერდამში.

აფრიკაში კი ბოტსვანამ გამოაცხადა, რომ მისი პრეზიდენტი იზოლაციაში იმყოფება მას შემდეგ, რაც ტესტით კორონავირუსი დაუდგინდა.

XS
SM
MD
LG