Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დონბასში „შესაძლო პროვოკაციის“ შემთხვევაში ლავროვი კიევს „ადეკვატური პასუხით“ დაემუქრა


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, „ადეკვატური პასუხით“ დაემუქრა უკრაინას დონბასში „შესაძლო პროვოკაციების“ შემთხვევაში. ამასთან რუსმა მინისტრმა უკრაინის „ხელისუფლების მილიტარისტული განწყობების მხარდაჭერაში“ დასავლეთი დაადანაშაულა.

“რაც შეეხება დონბასს, სადაც ასობით ათასი ჩვენი ქვეყნის მოქალაქე ცხოვრობს, რუსეთი მათ დასაცავად ყველა საჭირო ზომას მიმართავს“, - განაცხადა სერგეი ლავროვმა ოფიციალურ სააგენტო „რია ნოვოსტისთან“ ინტერვიუში.

ლავროვის განცხადების ფონია წინა დღით აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების სატელეფონო საუბარი, რომელიც უკრაინის გარშემო ვითარების დეესკალაციას და უსაფრთხოების საკითხების გარშემო აშშ-ისა და რუსეთს შორის დაგეგმილ მოლაპარაკებას შეეხებოდა.

წყაროს თანახმად, პუტინთან საუბრისას პრეზიდენტმა ბაიდენმა დაასახელა ორი გზა, რომლებსაც აშშ აირჩევს რუსეთის შემდგომი ქმედებების მიხედვით - ან დიპლომატია, ან რუსეთის შეკავება მისთვის სერიოზული ფინანსურ-ეკონომიკური ზარალის მომტანი უპრეცედენტო სანქციებით და ნატოს გაძლიერებით.

უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალების ბოლოდროინდელი თავმოყრის გამო, უკრაინა და დასავლეთის სახელმწიფოები ვარაუდობენ, რომ რუსეთი ახალი ინტერვენციისთვის ემზადება. პუტინის ხელისუფლება ამას უარყოფს და სიტუაციის დაძაბვაში უკრაინას და დასავლეთს ადანაშაულებს.

XS
SM
MD
LG