აშშ-ის აღმოსავლეთში 11 დეკემბერს დამანგრეველმა ტორნადოებმა დიდი ზიანი მიაყენა 6 შტატს. მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ცნობები კენტუკის, არკანზასის, ტენესის, მისოურისა და ილინოისის შტატების ხელმძღვანელობამ გაავრცელა.
კენტუკის გუბერნატორმა მოსახლეობის მისამართით გაკეთებული მიმართვის დროს აღნიშნა, რომ მხოლოდ მის შტატში ტორნადომ იმსხვერპლა სულ მცირე 50 ადამიანი. სტიქიურმა უბედურებამ კენტუკის შტატში ყველაზე მეტად დააზიანა გრეივსის ოლქი და მისი ადმინისტრაციული ცენტრი, ქალაქი მეიფილდი.
ტენესის შტატში სტიქიის შედეგად სამი ადამიანი, არკანზასში კი მოხუცთა თავშესაფრის ერთი ბინადარი დაიღუპა.
წელს გაზაფხულზე დამანგრეველი ტორნადო თავს დაატყდა ალაბამის შტატს, სადაც სტიქიის შედეგად სულ მცირე ხუთი ადამიანი დაიღუპა და ათეულობით დაშავდა.