Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლარი დოლართან 0,82 თეთრით, ხოლო ევროსთან 1,85 თეთრით გაუფასურდა


საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დაადგინა ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსი.

8 დეკემბერს გამართული ვაჭრობის შედეგად, ლარი აშშ დოლართან მიმართებით 0,82 თეთრით გაუფასურდა და ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3,0991 ლარს შეადგენს.

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის მიხედვით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 1,85 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3,4998​ ლარი გახდა.

ასევე, ლარი 0,16 თეთრით გაუფასურდა თურქულ ლირასთან მიმართებით და ერთი თურქული ლირის ღირებულება 22,68 თეთრი გახდა.

ლარის ხვალინდელი ოფიციალური კურსი:

  • $1 - 3,0991 ლარი;
  • €1 - 3,4998 ლარი;
  • ₺1 - 0,2268 ლარი.

ეროვნული ბანკის მიერ დღეს დადგენილი კურსი ძალაში შევა ხვალიდან, 9 დეკემბრიდან.

XS
SM
MD
LG