Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღამის კლუბ „ხიდს“ ტერიტორიის დასაცლელად პოლიციამ „გონივრული ვადა“ მისცა


ღამის კლუბ „ხიდის“ დამფუძნებლებს პოლიციამ გონივრული ვადა მისცა, რის შემდეგად შრომის ინსპექცია მიღებულ ბრძანებას შეასრულებს და ობიექტს დალუქავს.

ამ წუთისთვის კლუბში ისევ რჩებიან ახალგაზრდები, რომლებიც იქაურობის დატოვებას არ აპირებდნენ, თუმცა, როგორც „ხიდის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა თამუნა აქსანდერმა მედიას განუცხადა, მათ არ უნდათ, რომ პოლიციამ ძალა გამოიყენოს, ამიტომ, სავარაუდოდ, დღეს იქაურობას დატოვებენ და პარალელურად, სამართლებრივ დავას დაიწყებენ.

„პოლიციამ მოგვცა გონივრული ვადა, რომ წავიღოთ ჩვენი აპარატურა, თუმცა, არც იმას გვეუბნებიან რამდენი ხნით აპირებენ კლუბის დალუქვას, და არც ის აგვიხსნეს, პირველივე დაჯარიმებიდან რატომ ლუქავენ - გვითხრეს, გაასაჩივრეთ და განცხადება დაწერეთო“.

თამუნა აქსანდერი - კლუბი "ხიდი"
please wait

No media source currently available

0:00 0:00:44 0:00

თამუნა აქსანდერი ამბობს, რომ „ხიდი“ 21 თვეა დახურულია, კლუბს ფინანსურად ძალიან გაუჭირდა და მას შემდეგ, რაც ძალაში შევიდა 1 დეკემბრის რეგულაცია, „მწვანე პასპორტების“ შესახებ, მათ მიიღეს კლუბის გახსნის გადაწყვეტილება.

კლუბის კიდევ ერთი წარმომადგენელი, სოფო ებრალიძე კი აცხადებს, რომ დაცული იყო ყველა წესი და წვეულებაზე შედიოდნენ მხოლოდ „მწვანე პასპორტის“ მქონე პირები.

სოფო ებრალიძე - კლუბი "ხიდი"
please wait

No media source currently available

0:00 0:00:58 0:00

„ხიდი“, სადაც 3-4 დეკემბრის ღამით გასართობი ღონისძიება იმართებოდა კოვიდრეგულაციების დარღვევის გამო შრომის ინსპექციამ 10 000 ლარით დააჯარიმა.

შრომის ინსპექციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ღამის კლუბი არაერთხელ გააფრთხილეს, რომ მასობრივი გასართობი ღონისძიები აკრძალულია.

შრომის ინსპექციის ცნობით, "მწვანე ზონების" კონცეფციის შექმნის მიზნით, ღამის კლუბების ეტაპობრივ ჩართვასთან დაკავშირებით, შრომის ინსპექცია, მერიისა და ეკონომიკის სამინისტროს შესაბამის სამსახურებთან ერთად მუშაობს უსაფრთხო პროტოკოლის შექმნის საკითხებზე, რომლის შედეგადაც განხორციელდება სექტორის ფუნქციონირების განახლება.

3 დეკემბერს "ხიდმა" 21 თვიანი პაუზის შემდეგ, პირველ საკლუბო ღონისძიებას უმასპინძლა.

XS
SM
MD
LG