Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებული მალხაზ ჯანელიძე ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე ლაპარაკობს


მალხაზ ჯანელიძე
მალხაზ ჯანელიძე

მალხაზ ჯანელიძე, რომელიც დაახლოებით ორი საათის წინ გაათავისუფლეს უკანონო პატიმრობიდან, მის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორებისს შესახებ ჰყვება.

„რუსეთში მივდიოდი სამუშაოდ და ჯავასთან ახლოს დამაკავეს. ღობეზე გადავძვერი, ცხინვალამდე ფეხით ვიარე, ცხინვალიდან მანქანით ჯავამდე ჩავედი, იქიდან რუსეთისკენ ისევ ფეხით წავედი და მალევე დამაკავეს. 29 დეკემბერს გადავძვერი და პირველში დამაკავეს. ჯერ ჯავის ციხეში ვიყავი. იქ პოლიციელებმა მცემეს. შემდეგ ცხინვალში მესაზღვრეების იზოლატორში მცემეს, თავში და კეფაში მირტყამდნენ. მეც მინდოდა დამერტყა, მაგრამ „სროკს" ავიკიდებდი და თავი შევიკავე. არც სასამართლო გამართულა და არც ჯარიმა გადამიხდია ისე გამათავისუფლეს. რუსეთის ოფიციალურ საზღვარზე იმიტომ არ გადავედი, რომ დეპორტაცია მაქვს, ამიტომ ამ გზით წავედი. მეგონა აქედან შევიდოდი", - თქვა მალხაზ ჯანელიძემ გათავისუფლების შემდეგ.

მალხაზ ჯანელიძე ერგნეთის საგუშაგოზე გადმოსცეს საქართველოს პოლიციას. ის იმყოფებოდა გამოკითხვაზე გორში, შიდა ქართლის სამხარეო პოლიციაში.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ფიზიკური ზეწოლის ფაქტზე „ცხელი ხაზით" მიმდინარეობს მოკვლევა. ჯანელიძეს ჩაუტარდება ექსპერტიზა და ჟენევის დისკუსიაზეც განიხილავენ მის საკითხს.

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში, ჯავის რაიონის სოფელ ვანელში მალხაზ ჯანელიძე 1 დეკემბერს დააკავეს.

როგორც სუსი აცხადებს, საქართველოს მოქალაქის გათავისუფლებისთვის აქტიურად გამოიყენებოდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ მოქმედი „ცხელი ხაზი“, ასევე პროცესში ჩართული იყვნენ ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები.

ჯანელიძის დაკავების შემდგომ ოსური მედია დე ფაქტო შსს-ზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ კაცი ფეხით მიდიოდა და თან არ ჰქონდა საბუთები. ამავე ცნობით, დაკავებულმა განმარტა, რომ ე.წ. საზღვარი სოფელ ერგნეთთან გადაკვეთა.

XS
SM
MD
LG