Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტექსტური რეპორტაჟი: სააკაშვილის სასამართლო პროცესი

  • თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვა მიმდინარეობს. სასამართლო პროცესზე იმყოფება რადიო თავისუფლების ჟურნალისტი, რომელიც სხდომის მიმდინარეობის შესახებ ტექსტურ განახლებებს შემოგთავაზებთ.
  • ამჯერად, თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეს. პროკურატურა ექსპრეზიდენტს ადანაშაულებს დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხის, დაახლოებით 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვაში. მიხეილ სააკაშვილთან ერთად ამ საქმეზე ბრალდებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი, პარლამენტის დეპუტატი თეიმურაზ ჯანაშია.
  • სააკაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომას პირველად 29 ნოემბერს დაესწრო. ამ დღეს სასამართლო განიხილავდა 2007 წლის 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის ძალით დაშლის, ტელეკომპანია „იმედში“ სპეცრაზმის შეჭრის და ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის ოჯახისთვის ქონების ჩამორთმევის საქმეს.
  • პირდაპირ ეთერს შეგიძლიათ თვალი ადევნოთ აქ: https://youtu.be/pDFOjmKpcu8
12:57 2.12.2021

"მატყუარავ!" - შესძახა ბრალდებულმა მიხეილ სააკაშვილმა პროკურორის მისამართით.

13:00 2.12.2021

მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა დაცვის მხარის შუამდგომლობასთან დაკავშირებით, აცილება მოხდეს პროკურორ გიორგი მუჯირის, თქვა, რომ პროკურორის საჯარო განცხადებებში პოლიტიკური ნეიტრალიტეტი დაცული იყო და მიკერძოებულობის ეჭვს არ აჩენდა.

"ბრალდება შეიძლება მოიცავდეს გაკიცხვის კომპონენტსაც", - განაცხადა მოსამართლემ და ასე ახსნა მუჯირის სიტყვები, რომლის გამოც სააკაშვილის ადვოკატები ითხოვენ მის აცილებას.

13:07 2.12.2021

მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა არ დაააკმაყოფილა პროკურორ გიორგი მუჯირის აცილების შუამდგომლობა.

13:10 2.12.2021

მოსამართლე მიხეილ სააკაშვილს სიტყვის გამოყენების უფლებას აძლევს. სიტყვით გამოსვლამდე, შეახსენა ბრალი: "თქვენ ბრალი გედებათ დიდი რაოდენობით თანხების გაფლანგვაში და თანამდებობის ბოროტად გამოყენებაში. დანაშაული ითვალისწინებს 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას."

"აღნიშნულ საქმეს ვიხილავთ 6 წლის განმავლობაში, ბრალდების მტკიცებულებების გამოკვლევა უკვე დასრულებულია, საქმე 70 ტომი გახლავთ, დაკითხულია რამდენიმე ათეული მოწმე, გადასული ვართ დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპზე. " - თქვა მოსამართლე ბადრი კოჭლამაზიშვილმა.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG