Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტექსტური რეპორტაჟი: სააკაშვილის სასამართლო პროცესი

  • თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვა მიმდინარეობს. სასამართლო პროცესზე იმყოფება რადიო თავისუფლების ჟურნალისტი, რომელიც სხდომის მიმდინარეობის შესახებ ტექსტურ განახლებებს შემოგთავაზებთ.
  • ამჯერად, თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეს. პროკურატურა ექსპრეზიდენტს ადანაშაულებს დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხის, დაახლოებით 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვაში. მიხეილ სააკაშვილთან ერთად ამ საქმეზე ბრალდებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი, პარლამენტის დეპუტატი თეიმურაზ ჯანაშია.
  • სააკაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომას პირველად 29 ნოემბერს დაესწრო. ამ დღეს სასამართლო განიხილავდა 2007 წლის 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის ძალით დაშლის, ტელეკომპანია „იმედში“ სპეცრაზმის შეჭრის და ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის ოჯახისთვის ქონების ჩამორთმევის საქმეს.
  • პირდაპირ ეთერს შეგიძლიათ თვალი ადევნოთ აქ: https://youtu.be/pDFOjmKpcu8
13:15 2.12.2021

პროკურორმა მოუწოდა სააკაშვილს არ გააკეთოს პოლიტიკური განცხადებები.

13:15 2.12.2021

"მიხეილ სააკაშვილი სასამართლო დარბაზს იყენებს როგორც ტრიბუნას", - თქვა პროკურორმა გიორგი მუჯირმა მიხეილ სააკაშვილის სიტყვის დაწყებამდე.

"ძალიან მძიმედ გადაგიტანიათ სააკაშვილის ტექსტები წინა სხდომიდან", - გვარამიას რეპლიკა პროკურორის განცხადებაზე.

მოსამართლემ თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური ფიგურაა და მას ამგვარ შეზღუდვას ვერ დაუქვემდებარებენ.

13:18 2.12.2021

"ცოცხალი რომ ვარ, ეს თქვენი დამსახურებაა", - მედიის მიმართ ამ მიმართვით დაიწყო მიხეილ სააკაშვილმა სიტყვა სასამართლო დარბაზში.

13:21 2.12.2021

"სასამართლო პროცესზე მე მოვედი ჩემი აშენებული გორის ავტობანით", - ასე დაიწყო სიტყვა სასამართლო პროცეზე მიხეილ სააკაშვილმა.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG