პროკურორები გიორგი მუჯირის აცილების შუამდგომლობას "სრულ სამართლებრივ აბსურდს" უწოდებენ და დაუსაბუთებლად მიიჩნევენ. მათი თქმით, გიორგი მუჯირმა "იმედის" ეთერში მხოლოდ ფაქტების შესახებ ისაუბრა და პოლიტიკური განცხადებები არ გაუკეთებია.
"დაცვის მხარეს უნდა საზოგადოებაში გააჩინოს განცდა, რომ მხოლოდ პიჯაკებსა და თაიგულშია საქმე. მაგრამ სინამდვილეში ამ 9 მილიონ ლარში ბევრია ფუფუნების საგნები, რასაც მიხეილ სააკაშვილი მოიხმარდა პირადი მიზნებით.
საზოგადოებამ უნდა იცოდეს რეალურად რისთვის სამართლდება მიხეილ სააკაშვილი. პიჯაკები რეალურად არის 0.5 % იმ დანახარჯების, რაც ამ საქმეში არსებობს" - თქვა მისი აცილების შუამდგომლობის პასუხად პროკურორმა გიორგი მუჯირმა.
"პროკურორის აცილების შუამდგომლობა ჩვენი მხრიდან მოტივირებულია იმით, რომ პროკურორი [ გიორგი მუჯირი] არ არის პოლიტიკურად მიუკერძოებელი. პროკურორებმა ამ სხდომაზეც აღიარეს, რომ ყალბი პროპაგანდის გამჟღერებლები არიან, მათ შორის სასამართლოშიც", - თქვა სასამართლო სხდომაზე სააკაშვილის ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა.
"სხვისი ნახმარი პიჯაკების ტარებას გირჩევნიათ ის 9 მილიონი ლარი აანაზღაუროთ", - თქვა პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა.
"მაშინ პროკურატურაში მუშაობდით? გქონდათ რაიმე პროტესტი?" - ასე უპასუხა ბრალდების რეპლიკას ადვოკატმა ბექა ბასილაიამ.
მოსამართლე ისმენს მხარეების პოლემიკას პროკურორის აცილების შესახებ.
"შეცდომაა, რომ ბოტოქსზეა დახარჯული 750 ათასი ლარი. ეს თანხა დახარჯულია სამედიცინო ხარჯები. და თუ ვინმე ფიქრობს, რომ პრეზიდენტის სანედიცინო ხარჯები უნდა დაიფაროს პრეზიდენტის 2 800 ლარიანი ხელფასით, სანამ ის პრეზიდენტია, ის ძალიან ცდება" - სააკაშვილის ადვოკატი ბექა ბასილაია. მისი თქმით, საქმეში არსებული ხარჯების 90% სამედიცინო პროცედურებს და ქვეყნის გარეთ ვიზიტების [ფრენა, მანქანები, სასტუმროს ხარჯები, კვება] ხარჯებია.
სასამართლო პროცესზე პროკურორებმა თქვეს, რომ საქმის მასალების მიხედვით, 720 000 ლარია დახარჯული "კოსმეტოლოგიასა და ბოტოქსებზე", 350 000 ლარი პრეზიდენტის სტილისტის მომსახურებაზე.