მიხეილ სააკაშვილს სიტყვით გამოსვლისას უკვე მესამედ შეაწყვეტინეს სიტყვა პროკურორებმა. მოსამართლე ყოველ ჯერზე მოუწოდებს მხარეეებს კორექტულობისკენ.
"ყვარელში ვერ დავამთავრე რაც მინდოდა, მაგრამ ოცნება მაქვს, კრედიტი გამოვიტანო და 40 ნომრიანი სასტუმრო გავაკეთო. ვაღიარებ, რომ უკრაინაში როგორც ვიყავი, ასე კარგად არასდროს ვყოფილვარ ფინანსურად." - სააკაშვილი
"სანდრას რატომ არ ასამართლებთ? ამ ხარჯების დიდი ნაწილი, მესამედი, მეოთხედი მისია. სიამოვნებით ვიჯდებოდი მასთან ერთად საბრალდებო სკამზე. ოღონდ სანამ სანდრას გაასამართლებთ, გაითვალისწინეთ, რომ სანდრამ შემოიტანა ამ ქვეყანაში 100 მილიონის ევროს გრანტები სამედიცინო სერვისებისთვის. სანდრას მეშვეობით 4-ჯერ ნაკლები ქართველი ქალი კვდება მკერდის კიბოთი საქართველოში, ვიდრე მანამდე. სანდრას მეშვეობით მკვეთრად გაუმჯობესდა ჯანდაცვის სისტემები ციხეში, დაწყებული ტუბერკულიოზით, ყველა ციხის ექიმი გეტყვით ამას."
"ბოტოქსი არის აბსურდი. გაუგზავნეთ იმ კლინიკებს მოთხოვნა და მოითხოვეთ პასუხი."
- სასამართლო პროცესზე სააკაშვილის გამოსვლა გრძელდება.
ამ მომენტისთვის სასამართლო პროცესზე სააკაშვილი განცხადებას აკეთებს.
უყურეთ პირდაპირ ეთერს აქ: