"ხომ არ ჯობს, თქვენც დამიჭიროთ მხარი, მოითხოვოთ ჩემი გამოხსნა ტყვეობიდან. და როცა იქნება ნამდვილი მოსამართლეები, მხად ვარ წარვდგე იმ სასამართლოს წინაშე. დაგმეთ წამება ნებისმიერი ადამიანის მიმართ. მე არ ვამბობ, რომ მე დამიცვათ, მიხეილ სააკაშვილი." - მიხეილ სააკაშვილი
"ძალიან ცუდად ვიყავი, ერთმა ექიმმა მითხრა, რომ ორი-სამი დღე მქონდა დარჩენილი. იმ დილით იყო შუმოკი, ხელოვნური, მესმოდა ხმები: მოვდივართ, მოვდივართ. არსად იყო ბადრაგი და იყო კარზე ბრახუნის ხმა." - სააკაშვილი
"ესენი აპირებენ, რომ ცოცხლად დამმარხონ და 11 წელი მომისაჯონ, ახლა, სანამ მე ჩემივე სამშობლოში ვარ პუტინის მძევალი. ეს გისოსები არის ლურჯად შეღებილი." - სააკაშვილი
"ვინც მე მასამართლებს სამარცხვინო ბრალდებით იმისთვის, რომ ჩემი ქვეყნის წარმოჩენა მინდოდა მაღალ დონეზე, და ეს ქართველების ინსტიქტია - რუსებს არ ესმის რას ნიშნავს უკანასკნელის გაცემა სტუმარზე." - სააკაშვილი