Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატომ რუსეთი გააფრთხილა უკრაინის საზღვართან ჯარების „დიდი და უჩვეულო კონცენტრაციის“ გამო


ნატოს გენერალურ მდივანი იენს სტოლტენბერგი
ნატოს გენერალურ მდივანი იენს სტოლტენბერგი

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა რუსეთს „გამჭვირვალობისკენ“ მოუწოდა სამხედრო მოქმედებებში და უკანასკნელი კვირების განმავლობაში უკრაინის საზღვართან რუსეთის ჯარების „დიდი და უჩვეულო კონცენტრაციის“ შესახებ ილაპარაკა.

აშშ-ისა და ევროკავშირის ოფიციალური პირები საგანგაშოდ მიიჩნევენ რუსეთის სამხედრო ოპერაციებს უკრაინის მახლობლად, სადაც კრემლის მხარდაჭერით მოქმედი სეპარატისტები დიდ ტერიტორიებს აკონტროლებენ და სადაც შვიდი წლის განმავლობაში მიმდინარე კონფლიქტს 13200-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

„რუსეთის მხრიდან ნებისმიერი შემდგომი პროვოკაცია ან აგრესია სერიოზული შეშფოთების საგანი იქნება,“- თქვა სტოლტენბერგმა 15 ნოემბერს ბრიუსელში, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

ორი დღის წინ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა თავის ფრანგ კოლეგასთან ერთად განიხილა „ინფორმაცია უკრაინასა და მის მახლობლად რუსეთის სამხედრო მოქმედებების შესახებ“, - იტყობინება სახელმწიფო დეპარტამენტი. პრესსპიკერმა ნედ პრაისმა 14 ნოემბერს განაცხადა, რომ ბლინკენმა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ივ ლე დრიანმა ასევე განაცხადეს მათი ქვეყნების „რკინისებრი ერთგულების შესახებ უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.“

გასულ კვირაში ბლინკენმა გააფრთხილა რუსეთი, არ დაუშვას მორიგი „სერიოზული შეცდომა უკრაინასთან დაკავშირებით, როცა ვაშინგტონი არკვევდა ცნობებს უკრაინის საზღვართან რუსეთის ჯარების მოძრაობის შესახებ, რასაც პენტაგონმა უწოდა „უჩვეულო თავისი ზომითა და გაქანებით.“

საფრანგეთმა განაცხადა, რომ მოსკოვის მხრიდან ნებისმიერ აგრესიულ ქმედებას „სერიოზული შედეგები“ მოჰყვება.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უარყო დასავლეთის ვერსია, რომ მოსკოვი შესაძლოა შეტევით სამხედრო მოქმედებებს გეგმავდეს.

XS
SM
MD
LG