Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ელენე ხოშტარია: "გავიკეთებ მხოლოდ იმ სამედიცინო ჩარევას, რომელიც აგვარიდებს ლეტალურ შედეგს"


პარტია „დროას“ ლიდერი, საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ელენე ხოშტარია შიმშილობას განაგრძობს. იგი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვს.

"ის ვინც ჩემზე, მდგომარეობაზე მართლა წუხს, მათ აქვთ კონსტიტუციით გარანტირებული, ან ბიძინა ივანიშვილის მიერ მინიჭებული, ინსტრუმენტი რომ ეს საკითხი გადაწყვიტონ. მე ხომ არ ვითხოვ მთავრობაში მოყვანას, ვითხოვ ადამიანის კლინიკაში გადაყვანას. კახა კუჭავას მადლობელი ვარ, რომ სამედიცინო ბრიგადა არის მუდმივად მობილიზებული, შეფერხება არ აქვთ ჩემს ოჯახის წევრებს რომ მოვიდნენ, მაგრამ საკითხის რეალური გადაწყვეტა იქნება მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანა."

ელენე ხოშტარია აღნიშნავს, რომ გუშინ ანალიზების შედეგად მიღებული პარამეტრები საფრთხის შემცველი იყო და ამიტომ გადასხმა გაიკეთა.

" ხაზგასმით ვამბობ, რომ არცერთ გადასხმას არ გავიკეთებ, რომელიც გააუმჯობესებს ჩემს მდგომარეობას, გავიკეთებ მხოლოდ იმ სამედიცინო ჩარევას, რომელიც აგვარიდებს ლეტალურ შედეგს ან გონების დაკარგვას."

პარტია "დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია პარლამენტის შენობაში 3 ნოემბრიდან შიმშილობს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით.

XS
SM
MD
LG