Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კობახიძე აცხადებს, რომ "რადიკალების" თათბირზე განიხილეს ელენე ხოშტარიას მოწამვლის სცენარი


პარტია „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ „რადიკალურ ოპოზიციაში“ განიხილება პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას მოწამვლის სცენარი.

მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში დღეს, 9 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ „ჩიხში შესული რადიკალების რიგებში დღემდე არ წყდება საუბრები რადიკალურ ნაბიჯებზე, მათ შორის საკუთარი თანაგუნდელების მკვლელობაზე, რაზეც რამდენიმე დღის წინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმაც გაავრცელა ინფორმაცია“.

"განსაკუთრებული ყურადღება გვინდა გავამახვილოთ, ჩვენთვის მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, გუშინ ერთ-ერთ თათბირზე განხილულ იქნა ელენე ხოშტარიას მოწამვლის სცენარიც", - განაცხადა კობახიძემ. როგორც "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ თქვა, ყველას კიდევ ერთხელ მოუწოდებენ სიფრთხილისკენ, ხოლო რადიკალებს აფრთხილებენ, რომ ნებისმიერი დანაშაულის ჩადენის მცდელობა კანონის შესაბამისად, უმკაცრესად დაისჯება.

პარტია "დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია პარლამენტის შენობაში 3 ნოემბრიდან შიმშილობს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით.

XS
SM
MD
LG