ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ რუსთავში 86-ვე უბანი დათვალა. ამ მონაცემებით, გამარჯვებულია "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი.
მერობის კანდიდატებს შორის ხმები ასე გადანაწილდა:
- ნინო ლაცაბიძე ("ქართული ოცნება") - 53,7% ( 27301 ხმა);
- დავით კირკიტაძე ("ნაციონალური მოძრაობა") - 46,3% ( 23523 ხმა).
რუსთავის მერობის კანდიდატმა დავით კირკიტაძემ ჯერ კიდევ ამ შედეგების გამოქვეყნებამდე თქვა, რომ წინასაარჩევნო პერიოდმა და არჩევნების დღემ ძალადობისა და ზეწოლის ფონზე ჩაიარა, რამაც გავლენა იქონია ამომრჩეველთა თავისუფალი ნების გამოხატვასა და, საბოლო ჯამში, არჩევნების შედეგებზე.
30 ოქტომბერს საქართველოს 20 ქალაქში, მათ შორის ხუთივე თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. ცესკო ახლა მონაცემებს ითვლის, გამოქვეყნებული შედეგების მიხედვით, თითქმის ყველა ქალაქს "ქართული ოცნების" კანდიდატები იგებენ.