Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"მთავარი არხის" კვლევა: თბილისში კალაძე ლიდერობს; ბათუმში, ქუთაისში, რუსთავსა და ზუგდიდში - ენმ


"მთავარი არხის" დაკვეთით ჩატარებული კვლევის მიხედვით, ხუთ ქალაქიდან ერთში - "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი ლიდერობს, ოთხში კი "ნაციონალური მოძრაობის". კვლევის მიხედვით, კანდიდატებს შორის სხვაობა რიგ შემთხვევაში იმდენად მცირეა, რომ ცდომილების ზღვრების გათვალისწინებით, შესაძლოა საპირისპირო შედეგი დადგეს.

ცდომილების ზღვარი 3 პროცენტია. შერჩეული ქალაქებიდან ოთხი თვითმმართველი ქალაქია - თბილისი, რუსთავი, ბათუმი და ქუთაისი; ერთი - ზუგდიდი კი არა.

გამოკითხვის დროს მკვლევარებმა დასვეს კითხვა, "მომდევნო შაბათს რომ არჩევნები ტარდებოდეს, მერობის რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას". ამ კითხვას ქალაქების მიხედვით ასე უპასუხეს:

თბილისი:

  • ნიკა მელია ("ნაციონალური მოძრაობა") - 48,4%;
  • კახა კალაძე ("ქართული ოცნება") - 51,6%

ზუგდიდი:

  • ანზორ მელია ("ნაციონალური მოძრაობა") - 54,7%;
  • მამუკა წოწერია ("ქართული ოცნება") - 45,3%.

რუსთავი:

  • დავით კირკიტაძე ("ნაციონალური მოძრაობა") - 53,1%;
  • ნინო ლაცაბიძე ("ქართული ოცნება") - 46,9%.

ქუთაისი

  • ხატია დეკანოიძე ("ნაციონალური მოძრაობა") - 51,7%;
  • იოსებ ხახალეიშვილი ("ქართული ოცნება") - 48,3%.

ბათუმი

  • გიორგი კირთაძე ("ნაციონალური მოძრაობა") - 51,3%;
  • არჩილ ჩიქოვანი ("ქართული ოცნება") - 48,7%.

როგორც არხი აცხადებს, კვლევა მათი დაკვეთით Ipsos გლობალმა ჩაატარა და შეირჩა ისეთი ქალაქები, სადაც მოსახლეობის რაოდენობა 100 ათასს აღემატება. კვლევა 23 ოქტომბრიდან 27 ოქტომბრის ჩათვლით ჩატარდა. 18 წელს მიღწეული, ანუ ხმის უფლების მქონე 2600 ადამიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდით შეირჩა და პირისპირ ინტერვიუ ჩაუტარდათ.

საქართველოს 20 ქალაქში 30 ოქტომბერს მერის ასარჩევად მეორე ტური იმართება. მეორე ტური იმართება ხუთივე თვითმმართველ ქალაქში.

XS
SM
MD
LG