Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნინო ლომჯარია: „მომხდარმა ცხადყო, რამდენად მნიშვნელოვანია რეგულაციების გამკაცრება“


ახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს და გარდაცვლითა ოჯახებს უსამძიმრებს.

„ბათუმში მომხდარმა საზერელმა ფაქტმა ცხადყო რამდენად მნიშვნელოვანია სახელმწიფო რეგულაციების გამკაცრება, უკანონო მშენებლობების აღმოფხვრა და ზედამხედველობა, ასევე სამოქალაქო პასუხისმგებლობა.

ჯერჯერობით უცნობია ამ დიდი ტრაგედიის მიზეზები, რომელიც შესაძლოა, ერთი შეხედვით უმნიშვნელო დაუდევრობას გამოეწვია. სწორედ ამიტომ, თითოეული მოქალაქის ვალია სიფრთხილე გამოიჩინოს და არ იმოქმედოს მხოლოდ საკუთარი ინტერესებით, რაც რისკის ქვეშ დააყენებს მასაც და გარშემო მყოფებსაც. იმედს გამოვთქვამ, რომ გამოძიება დროულად და ეფექტიანად წარიმართება.

ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს და დაზარალებულ პირებს გამოჯანმრთელებას და გამძლეობას ვუსურვებ!

აქვე მინდა მადლობა გადავუხდო მაშველებს, რომლებიც დღე-ღამის განმავლობაში მუშაობდნენ თითოეული სიცოცხლის გადასარჩენად - თქვენ გმირულ საქმეს აკეთებთ!“ - წერია სახალხო დამცველის განცხადებაში.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, მრავალსართულიანი კორპუსი 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. არიან გარდაცვლილები, მათ შორის ბავშვები. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ისევ გრძელდება.

XS
SM
MD
LG