ბათუმში კორპუსის ნანგრევებში მოყოლილი 1 წლის ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია
ბათუმში კორპუსის ნანგრევებში მოყოლილი წლისა და სამი თვის ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას ბათუმის იაშვილის სახელობის კლინიკის მთავარმა ექიმმა თამარ ბახტაძემ მიაწოდა.
"ამ ეტაპზე მდგომარეობა სტაბილურია, მრავლობითი დაზიანებები აქვს ზედაპირული, ასევე ფეხის წვივი აქვს მოტეხილი, დანარჩენი კვლევა-მონიტორინგში დადგინდება", - ამბობს კლინიკის მთავარი ექიმი.
ერთი წლისა და სამი თვის ბავშვი ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მანქანაში იმ დროს იყო, როცა ამ ქუჩაზე მდგებარე 7-სართულიანი კორპუსის ერთი სადარბაზო ჩამოინგრა. ის, სავარაუდოდ, ოჯახის წევრებთან ერთად ნანგრევებში მოჰყვა, თუმცა მშობლების მდგომარეობის შესახებ ინფომაცია უცნობია.