თბილისის დროით დაახლოებით საღამოს 6 საათიდან ფეისბუკის მუშაობა გლობალურად შეფერხდა.
წვდომა შეუძლებელი გახდა კომპანიის კუთვნილ აპლიკაციებზეც - Messenger-სა და Instagram-ზეც.
ჯერჯერობით მიზეზები ცნობილი არ არის.
ფეისბუკის კომუნიკაციის დირექტორმა ენდი სტოუნმა ტვიტერზე ბოდიში მოიხადა შექმნილი უხერხულობისთვის და დაწერა, რომ კომპანიაში იციან პრობლემის შესახებ და ყველაფერს აკეთებენ მომსახურების აღსადგენად.
მსგავსი გლობალური შეფერხება 2019 წელს დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა. მაშინ ფეისბუკმა მიზეზად ტექნიკური პრობლემები დაასახელა.