Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მერის არჩევნების მეორე ტური მოსალოდნელია 15 თვითმმართველ თემში


2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასწარი მონაცემებით, მერის არჩევნების მეორე ტურია მოსალოდნელი 59-დან 15 თვითმმართველ თემში: თიანეთში, თელავში, ქარელში, ხაშურში, ცაგერში, ბაღდათში, წყალტუბოში, ოზურგეთში, სენაკში, ხობში, მარტვილში, ზუგდიდში, წალენჯიხაში, ჩხოროწყუსა და ხელვაჩაურში.

წინასწარი მონაცემებით, ამ თემებში მეორე ტურში გადიან „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატები, გარდა თიანეთისა, სადაც მეორე ტური მოსალოდნელია "ქართული ოცნების" და "თამაზ მეჭიაური-ერთიანი საქართველოსთვის" კანდიდატების მონაწილეობით.

არჩევნების წინასწარი შედეგებით, ყველა დანარჩენ თვითმმართველ თემში პირველივე ტურში გასამარჯვებლად საჭირო 50%-იანი ბარიერი გადალახეს „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატებმა.

XS
SM
MD
LG