"სამართლიანი არჩევნების" ინფორმაციით, ზუგდიდის #90-ე საარჩევნო ოლქიდან გამოაძევეს მათი დამკვირვებელი. ინფორმაციას ორგანიზაციის ხელმძღვანელი ნინო დოლიძე ავრცელებს.
"შემთხვევის ადგილზე მისული ჩვენი მობილური ჯგუფის წარმომადგენელი ასევე თავდასხმისა და შეურაცხყოფის მსხვერპლი გახდა. ისიც გამოაძევეს.
კომისიას მართავს არა თავმჯდომარე, არამედ "საზოგადოებრივი გაერთიანება ჯერ საქართველოს" წარმომადგენელი", - აცხადებს ნინო დოლიძე.
დღეს, 2 ოქტომბერს, საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები ტარდება. საარჩევნო უბნები 08:00 საათზე გაიხსნა. ოპოზიცია ამ არჩევნებს რეფერენდუმს უწოდებს და ფიქრობს, რომ თუ მმართველი პარტია "შარლ მიშელის შეთანხმების" შესაბამისად ხმების 43 პროცენტს ვერ აიღებს, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. "ქართულმა ოცნებამ" ეს შეთანხმება დატოვა და აცხადებს, რომ 2024 წლამდე არ ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები.