Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მელია: ვფიქრობ, ყველა ძალიან მარტივად გააკეთებს არჩევანს


თბილისის მერობის საერთოოპოზიციური კანდიდატი, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ ქვეყანას სჭირდება კოალიციური მმართველობა და პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარების ახალი, მძლავრი იპულსი, რასაც ჭაობში მყოფი ხელისუფლება ვერ გააკეთებს. ამის შესახებ მელიამ ჟურნალისტებს უთხრა მთაწმინდის საარჩევნო ოლქის მე-6 უბანზე ხმის მიცემის შემდეგ:

"ვისაც არ სურს, რომ ამ ქვეყანაში განუკითხაობა გაგრძელდეს, რომ ოლიგარქიული წეს-წყობილება გაგრძელდეს და ხელისუფლებას მთავარ დასაყრდენად მიაჩნდეს თითქოს კრიმინალური ავტორიტეტები, სინამდვილეში კი სუს-თან მჭიდრო ბმაში მყოფი ადამიანები, ვისაც არ სურს ხელისუფლების მთავარი დასაყრდენი და ღერძი იყოს უსამართლობა, ვფიქრობ, ყველა ძალიან მარტივად გააკეთებს არჩევანს. ვისაც არ გვსურს, ვიხილოთ ის სურათი, რაც გუშინ ვიხილეთ დღის განმავლობაში, არაგულწრფელი ხელისუფლება, რომელიც ყველა ფეხის ნაბიჯზე ტყუის და არცერთი სიტყვა აღარ დაეჯერება".

ნიკა მელია გულისხმობდა "ქართული ოცნების" ხელისულების წარმომადგენლების მიერ დილიდან გაკეთებულ განცხადებებს, რომ ყოფილი პრეზიდენტი საქართველოში არ იმყოფებოდა, საღამოს 8 საათზე კი, პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა გამოაცხადა, რომ სააკაშვილი დაკავებულია.

XS
SM
MD
LG