Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლაგოდეხის ერთი უბანი დაგვიანებით გაიხსნა, კიდევ ერთზე დაგვიანება არ დასტურდება


საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ტყუილი უწოდა სამოქალაქო აქტივისტების მიერ თვითმმართველობის არჩევნებისთვის შექმნილი „სამოქალაქო საარჩევნო კომისიის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ლაგოდეხში არ გაიხსნა მე-9 საარჩევნო უბანი.

რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ცნობით, მე-9 უბანი დროულად გაიხსნა. ეს ინფორმაცია დაგვიდასტურეს როგორც კომისიაში ოპოზიციური პარტიების წევრებმა, ისე არასამთავრობო ორგანიზაცების დამკვირვებლებმა.

ამასთან, ლაგოდეხში დაგვიანებით გაიხსნა მე-11 უბანი. ამის გამო, საჩივარი დაწერა „ნაციონალური მოძრაობის“ დამკვირვებელმა თამარ ყარალაშვილმა. მისი ინფორმაციით, უბანი 20 წუთის დაგვიანებით გაიხსნა, რის გამოც ათეულობით ამომრჩეველმა ხმის დროულად მიცემა ვერ შეძლო. ყარალაშვილის განცხადებით, გარდა იმისა, რომ კომისიის ერთმა წევრმა დაიგვიანა, უბნის მომზადება ვერ მოასწრეს.

ლაგოდეხის მე-11 საარჩევნო უბანზე დაწერილი საჩივარი
ლაგოდეხის მე-11 საარჩევნო უბანზე დაწერილი საჩივარი

უბნის დაგვიანებით გახსნას ადასტურებს კომისიის თავმჯდომარე მზისა ბუცხრიკიძე. მისი ინფორმაციით, უბანი 10 წუთის დაგვიანებით გაიხსნა კომისიაში „ლელოს“ წარმომადგენლის დაგვიანების გამო. თუმცა, როგორც ბუცხრიკიძე ამბობს, საარჩევნო პროცესს ხელი არ შეშლია.

XS
SM
MD
LG