Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილის დაკავების გამო უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოძახებულია საქართველოს ელჩი


მიხეილ სააკაშვილის დაკავების შესახებ საქართველო ხელისუფლების მიერ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახეს საქართველოს ელჩი.

ამის შესახებ საინტერნეტო გამოცემა „ევროპეისკაია პრავდა“ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივნის, ოლეგ ნიკოლენკოზე, დაყრდნობით იუწყება.

ოფიციალური პირის თქმით, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოითხოვს საქართველოს ელჩისგან განმარტებას, თუ რის საფუძველზე მოხდა უკრაინის მოქალაქის სააკაშვილის დაკავება.

„საგარეო სამინისტროში მოწვეულია უკრაინაში საქართველოს საელჩოს ხელმძღვანელი ასეთი დაკავების გარემოებებისა და საფუძვლის შესახებ ინფორმაციის მისაღებად“, - აცხადებს ნიკოლენკო.

დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია და გადაყვანილია პენიტენციურ დაწესებულებაში. ბრიფინგი პრემიერ-მინისტრმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელსა და შინაგან საქმეთა მინისტრთან ერთად გამართა, თუმცა კონკრეტული დეტალები, სად და რომელ საათზე დააკავეს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ან რომელ სასჯელაღსრულებით დაწესებულებაშია გადაყვანილი, არ თქმულა.

XS
SM
MD
LG