Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკა მელიას თქმით, სადაც უნდათ, იქ დასვამენ თვითმფრინავს, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი იქნება


ნიკა მელია
ნიკა მელია

2 ოქტომბერს, მუნიციპალური არჩევნების დღეს, საქართველოში ჩამოსვლის შესახებ საქართველოს მესამე პრეზდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, „TV პირველის“ ეთერში გამოეხმაურა გაერთიანებული ოპოზიციის თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია. ის ვარაუდობს, რომ თვითმფრინავს, რომლითაც მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვა, შესაძლოა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაფრენის საშუალება არ მისცენ.

„ყველამ ვიცით, რომ თვითმფრინავი, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი ჩაჯდება, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ან დაჯდება, ან არა. სადაც უნდა, იქ დასვამენ. ადამიანმა გადადო თავი და თქვა, რომ აქ ყოფნა აღარ მინდა დევნილობაში და მირჩევნია ციხეშიც კი ვიყო“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, საქართველოში ჩამოსვლას 2 ოქტომბერს გეგმავს.

XS
SM
MD
LG