კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო მესამე ვადით უხელმძღვანელებს მინისტრთა კაბინეტს მას შემდეგ, რაც მმართველმა ლიბერალურმა პარტიამ კვლავ გაიმარჯვა არჩევნებში, თუმცა არა ისეთი უპირატესობით, რაც მას შესაძლებლობას მისცემს აღადგინოს უმრავლესობა საკანონმდებლო ორგანოში.
არჩევნების წინასწარი შედეგების თანახმად, 20 სექტემბერს გამართულ არჩევნებში ლიბერალები მიიღებენ 170 მანდატზე ნაკლებს, რაც არ არის საკმარისი უმრავლესობის ფორმირებისათვის, რომლის იმედითაც დანიშნა 49 წლის ჯასტინ ტრუდომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები.
არჩევნების შედეგად ნაკლებად შეიცვლება 2019 წლის სტატუს-კვო თემთა პალატაში, სადაც კონსერვატორები შეინარჩუნებენ 122 ადგილს და მთავარი ოპოზიციური პარტიის სტატუსს.
ჯასტინ ტრუდო, რომელიც ამჟამად სათავეში უდგას უმცირესობის მთავრობას, იმედოვნებს, რომ მის კოალიციურ კაბინეტს სხვა პარტიები მხარს დაუჭერენ საკანონმდებლო ორგანოში და მკაფიო მანდატით იგი გააგრძელებს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ამბიციურ პროგრამას.