Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პერმის სკოლაში შეიარაღებულმა პირმა ექვსი ადამიანი იმსხვერპლა


შეიარაღებული პირი, რომელმაც ცეცხლი გახსნა და რამდენიმე ადამიანი იმსხვერპლა რუსეთის ქალაქ პერმის ერთ-ერთ უნივერსიტეტში, საავადმყოფოს ინტენსიურ განყოფილებაშია მოთავსებული, მას შემდეგ, რაც დაკავებისას სამართალდამცველებმა დაჭრეს.

საგამოძიებო კომიტეტი გავრცელებულ განცხადებაში ამბობს, რომ 20 სექტემბერს განხორციელებულ თავდასხმას ემსხვერპლა ექვსი ადამიანი, დაიჭრა 28, სანამ თავად თავდამსხმელს ესროდნენ. მანამდე კომიტეტი რვა დაღუპულის შესახებ აცხადებდა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საავადმყოფოში 24 ადამიანია მოთავსებული, მათი მდგომარეობის შესახებ დეტალები არ არის დაკონკრეტებული.

უნივერსიტეტის პრესმდივანმა, ნატალია პეჩიშჩევამ მანამდე განაცხადა, რომ თავდამსხმელი "განადგურებული" იყო, თუმცა შემდეგ თქვა, რომ ის პოლიციამ დააკავა. გავრცელდა ვიდეო, რომელიც ასახავს შეიარაღებული პირის გადაადგილებას უნივერსიტეტის მიმართულებით, შემდეგ ის უნივერსიტეტის შენობაში შევიდა, დაახლოებით დილის 11 საათზე და სროლა დაიწყო.

REN TV-მა გაავრცელა ვიდეო, რომელზეც ჩანს, როგორ ხტებიან ადამიანები უნივერსიტეტის შენობის მეორე სართულის ფანჯრებიდან. უნივერსიტეტში 12.000 სტუდენტი სწავლობს, სროლის მომენტში, როგორც იუწყებიან, შენობაში 3000-მდე სტუდენტი იმყოფებოდა.

20 სექტემბრის სროლა რუსეთში შეიარაღებული პირის მხრიდან სასწავლო დაწესებულებაზე მიტანილი მეორე იერიშია ოთხი თვის განმავლობაში, რაც ასეთი შემთხვევების ზრდაზე მიუთითებს - მაშინ, როცა უწინ რუსეთში მსგავსი ინციდენტები ძალიან იშვიათი იყო.

XS
SM
MD
LG