Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსით გარდაიცვალნენ 1 თვის ტყუპები


ფოტო არქივიდან
ფოტო არქივიდან

​ქუთაისში, კლინიკა "ბომონდში" რამდენიმეკვირიანი უშედეგო მკურნალობის შემდეგ კორონავირუსით გარდაიცვალნენ ახალშობილი ტყუპები. ეს ის ახალშობილები არიან, რომელთა დედაც, 47 წლის ქალი ამავე ვირუსით 1 სექტემბერს გარდაიცვალა. ის შვილს 10 წელი ელოდა.

"ტყუპი დაბადებისთანავე აპარატზე გადავიდნენ. რესპირატორული დისტრეს სინდრომით დაიბადნენ და დინამიკაში დამძიმდნენ. ორივე კოვიდდადებითი დაიბადა. კოვიდური პნევმონია ჰქონდათ. მთელი განყოფილება 24-საათიან რეჟიმში ვიბრძოდით მათი სიცოცხლისათვის. პატარებისთვის მკურნალობა და ყურადღება არ დაგვიკლია, თუმცა, ამის მიუხედავად, სამწუხარო შედეგი დადგა", - აცხადებს კლინიკა "ბომონდის" ახალშობილთა ინტენსიური განყოფილების ხელმძღვანელი მარინა ბარათაშვილი.

47 წლის ქალმა ქუთაისში ზუსტად 1 თვის წინ, 20 აგვისტოს იმშობიარა. ბავშვების გაჩენის შემდეგ ქალის მდგომარეობა სტაბილური იყო, თუმცა მოგვიანებით დამძიმდა. ის თბილისში გადაიყვანეს, თუმცა ბოკერიას სახელობის კლინიკაში მაინც ვერ შეძლეს მისი გადარჩენა.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 34 ადამიანი გარდაიცვალა, სულ COVID-19-ით გარდაცვლილია 8575 ადამიანი.

XS
SM
MD
LG