Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საარჩევნო ბიულეტენების 95%-ის დათვლის შედეგად რუსეთის მმართველი პარტია ლიდერობს ხმების 48,56%-ით


რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამოაქვეყნა ბიულეტენების 95%-ის გადათვლის შედეგად მიღებული შედეგები, რომლის თანახმად სახელმწიფო დუმის არჩევნებში მმართველ „ერთიან რუსეთს“ ხმა მისცა ამომრჩეველთა 49,63%-მა, კომუნისტურ პარტიას 19,20%-მა და ხმების 7,48% ხვდა წილად ჟირონოვსკის ლიბერალურ-დემოკრატიულ პარტიას. ხუთპროცენტიანი ბარიერი გადალახეს „სამართლიანმა რუსეთმა“ – 7,43% და „ახალმა ადამიანებმა“ - 5,4%.

რაც შეეხება ერთმანდატიან ოლქებს, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ამ დროისთვის გადაამუშავა ბიულეტენების 72,48%, რომლის თანახმად „ერთიან რუსეთს“ აქვს ხმათა 86,23% (194 მანდატი), რუს კომუნისტებს - 15 მანდატი (6,67%), სამართლიან რუსეთს - 8 მანდატი (3,56%) და ლიბერალ-დემოკრატებს - 1 მანდატი (0,44%).

19 სექტემბერი რუსეთში სამდღიანი საპარლამენტო არჩევნების ბოლო დღე იყო. კენჭისყრა გაიმართა ფართომასშტაბიანი დარღვევების შესახებ ცნობებისა და პატიმრობაში მყოფი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის მოძრაობაზე ზეწოლის გაძლიერების ფონზე.

XS
SM
MD
LG