Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„მთავარი არხის" ოპერატორის საქმეზე შსს-მ გამოძიება დაიწყო


შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ გამოძიება დაიწყო „მთავარი არხის" ოპერატორის საქმეზე. ის მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით (ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გაუფრთხილებლობით). დანაშაული დამტკიცების შემთხვევაში ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე.

რაც შეეხება ოპერატორის, ლევან აბლოთიას ჯანმრთელობას, ქარელის საავადმყოფოს ექიმი ამბობს: „ავადმყოფის მდგომარეობა არის სტაბილური. დიაგნოზის დაზუსტების მიზნით გადაგვყავს თბილისში. აქვს საეჭვო ბარძაყის ყელის მოტეხილობა".

„მთავარი არხი" იუწყება, რომ მათი ოპერატორი „ქართული ოცნების" ქარელის ოფისის მეორე სართულის აივნიდან გადმოაგდეს.

ქარელის მერობის კანდიდატის („ქართული ოცნებიდან") ზაზა გულიაშვილის მტკიცებით, „მთავარი არხის" ოპერატორი არავის გადაუგდია ოფისის მეორე სართულის აივნიდან.

გულიაშვილი რადიო თავისუფლება ელაპარაკა პარტიის ოფისში მომხდარი ინციდენტის შესახებ, რა დროსაც ოპერატორი დაშავდა.

კანდიდატი განსხვავებულ ვერისას ჰყვება. მან გვითხრა, რომ ოპერატორი კი არ გადააგდეს, არამედ თავად გადავარდა კიბის მოაჯირიდან და არა აივნიდან.

როგორც „ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ „მთავარი არხის“ ჟურნალისტი ბექა ყორშია ცდილობდა პროვოკაციის მოწყობას. დეპუტატის განცხადებით, ეს არ ყოფილა სიმაღლიდან ვარდნა.

XS
SM
MD
LG