Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

20 წლის შემდეგ ამოცნობილია 11 სექტემბრის ტერაქტების კიდევ ორი მსხვერპლი


11 სექტემბრის ტერაქტების მსხვერპლთა სახელები ნიუ-იორკის მემორიალზე
11 სექტემბრის ტერაქტების მსხვერპლთა სახელები ნიუ-იორკის მემორიალზე

ნიუ-იორკის სასამართლო ექსპერტიზის ინსტიტუტის ექსპერტებმა დნმ-ის სეკვენირების ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით ამოიცნეს 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტებისას დაღუპული კიდევ ორი ადამიანი.

იდენტიფიცირებულია მსოფლიო სავაჭრო ცენტრზე თავდასხმისას დაღუპული დოროთი მორგანი, რომელიც ცენტრის ჩრდილოეთ კოშკის 94-ე სართულზე მდებარე ერთ-ერთ სადაზღვევო კომპანიაში მუშაობდა და მამაკაცი, რომლის ვინაობას მისი ოჯახის თხოვნით არ ასაჯაროებენ. 20 წლის განმავლობაში ამოცნობილია ნიუ-იორკში დაღუპული 2753-დან 1647 ადამიანი.

2001 წლის 11 სექტემბერს, „ალ-ყაიდას“ თვითმკვლელმა ტერორისტებმა გატაცებული თვითმფრინავებით თავდასხმები განახორციელეს ნიუ-იორკში, მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ცათამბჯენებზე და ვაშინგტონთან მდებარე პენტაგონის შენობაზე. მეოთხე გატაცებული თვითმფრინავი, სადაც ტერორისტებს წინააღმდეგობა გაუწიეს ეკიპაჟის წევრებმა და მგზავრებმა, პენსილვანიის შტატში ჩამოვარდა. 11 სექტემბრის ტერაქტების შედეგად სამი ათასამდე ადამიანი დაიღუპა.

ქვეყნის ისტორიაში ყველაზე სისხლიანი თავდასხმების შემდეგ, აშშ-მა „ალ-ყაიდას“ წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია დაიწყო ერაყსა და ავღანეთში. „ალ-ყაიდას“ ლიდერი ოსამა ბინ ლადენი ამერიკელმა სპეცრაზმელებმა 2011 წლის მაისში, პაკისტანში მოკლეს.

XS
SM
MD
LG