Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

16 ქართველი ავღანეთიდან სამშობლოში დაბრუნდა


15 აგვისტოდან 20 აგვისტომდე საქართველოს მოქალაქეების ეს ჯგუფი აეროპორტამდე მისვლას ვერ ახერხებდა. მთელი ამ ხნის განმავლობაში ისინი ქაბულთან ახლოს მდებარე ბაზაზე უსაფრთხოდ იმყოფებოდნენ.
15 აგვისტოდან 20 აგვისტომდე საქართველოს მოქალაქეების ეს ჯგუფი აეროპორტამდე მისვლას ვერ ახერხებდა. მთელი ამ ხნის განმავლობაში ისინი ქაბულთან ახლოს მდებარე ბაზაზე უსაფრთხოდ იმყოფებოდნენ.

22 აგვისტოს გამთენიისას, გამთენიისას, საქართველოში დაბრუნდა ავღანეთიდან 20 აგვისტოს გამოფრენილი საქართველოს 16 მოქალაქე, რომლებიც ქაბულიდან ევაკუაციის შემდეგ ბრიტანეთის სამხედრო ბაზაზე იმყოფებოდნენ. სამშობლოში მათი უსაფრთხოდ დაბრუნება საქართველოს პარტნიორი ქვეყნების დახმარებით მოხერხდა - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა.

„ძალიან რთული სიტუაცია იყო. კავშირზე გვქონდა დამსაქმებელ კომპანიასთან როგორც კანადაში, ასევე ლონდონის ოფისთან. ძირითადად, ჩვენი პარტნიორები იყვნენ ამერიკელები, ბრიტანელები, უნგრელები და თურქები. თითოეულ მათგანს ვუხდით მადლობას იმ დახმარებისთვის, რომელიც ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოდ ჩამოყვანის საქმეში გაწიეს. ამოცანა შესრულებულია, ყველა უვნებელი და ჯანმრთელი დაბრუნდა საქართველოში და დაუბრუნდა თავის ოჯახებს“, - განაცხადა ალექსანდრე ხვთისიაშვილმა.

,,რამდენიმე ქვეყანა გამოიარეს და ყველგან სათანადო მხარდაჭერა ჰქონდათ როგორც სახელმწიფო უწყებების მხრიდან, ასევე საგარეო უწყების და საკონსულო სამსახურების მხრიდან”, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, რევაზ ჯაველიძემ.

თალიბანის მებრძოლების მიერ ქაბულის აღების შემდეგ, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მაღალი რისკების გამო, 15 აგვისტოდან 20 აგვისტომდე, საქართველოს მოქალაქეების ეს ჯგუფი აეროპორტამდე მისვლას ვერ ახერხებდა. მთელი ამ ხნის განმავლობაში ისინი ქაბულთან ახლოს მდებარე ბაზაზე უსაფრთხოდ იმყოფებოდნენ.

ჰამიდ კარზაის სახელობის აეროპორტში, ნატოს სამხედრო ბაზაზე მათი გადაყვანა 20 აგვისტოს, დღის პირველ ნახევარში, ჯავშანტექნიკით გახდა შესაძლებელი და იმავე დღეს, ისინი ბრიტანული სამხედრო ხომალდით დუბაიში ჩაფრინდნენ.

თალიბების მიერ ავღანეთის დედაქალაქის აღების შედეგ გაირკვა, რომ ცხელ წერტილში იმყოფებოდა საქართველოს 24 მოქალაქე. აქედან ორი ქართველი დამოუკიდებლად, ბრიტანელი დამსაქმებლების ხელშეწყობით მოქმედებდა და ისინი 20 აგვისტოს დაბრუნდნენ საქართველოში. ავღანეთიდან ევაკუაციის შემდეგ, საქართველოს ორი მოქალაქე რამდენიმე დღით გერმანიაში იმყოფებოდა.

ხოლო საქართველოს კიდევ 22 მოქალაქის ავღანეთიდან ევაკუაცია ორ ეტაპად მოხდა. საქართველოს 6 მოქალაქე საქართველოში 18 აგვისტოს დაბრუნდა. მათ შემთხვევაში, საქართველოს მთავრობამ დახმარებისთვის საგანგებო მადლობა უნგრეთის სახელმწიფოს გადაუხადა.

თალიბანის დაჯგუფებამ ავღანეთის დედაქალაქი 15 აგვისტოს აიღო. ამ ეტაპზე ჯერ ისევ მიმდინარეობს ქვეყნიდან უცხოელებისა და იმ ავღანელების გამოყვანა, რომლებიც თანამშრომლობდნენ დასავლეთის ქვეყნებთან, მათ შორის - ნატოს კოალიციის მისიის ფარგლებში.

ავღანეთიდან საქართველოს ექვსი მოქალაქე სამშობლოში უნგრული ბორტით 18 აგვისტოს დაბრუნდა, კიდევ კიდევ ორი მოქალაქე კი, გუშინ გამთენიისას.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, ამ დროისთვის ავღანეთში საქართველოს არც ერთი მოქალაქე აღარ იმყოფება.

XS
SM
MD
LG