Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აღარ დაბრუნდება დრო, როცა მჩაგვრელი მასხარა მართავდა ქვეყანას - ღარიბაშვილი სააკაშვილზე


აღარ დაბრუნდება ის ბნელი დრო, როცა ასეთი მჩაგვრელი, მასხარა მართავდა ქვეყანას, სააკაშვილის სახით, აცხადებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

ქედის მერობის კანდიდატის როლანდ ბერიძის წარდგენის ღონისძიებაზე ღარიბაშვილმა გაიხსენა „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდი. მისივე სიტყვებით, 8-9 წლის წინ, „საქართველოს თითოეულ კუთხეში იყო ტერორი და განუკითხაობა“.

„რა თქმა უნდა, ყოველთვის შევახსენებთ - ყოველთვის, ყოველდღე, მათივე სიტყვებით რომ ვთქვა, სულს ამოვხდით ამ შეხსენებებით“, - თქვა ღარიბაშვილმა და დაამატა: „ამ ადამიანებს კიდევ რომ უჩნდებათ პრეტენზია ხელისუფლებაში დაბრუნების, ეს არის კიდევ უფრო დიდი დანაშაული და კრიმინალი და შემდეგ უკვირთ, როდესაც ჩვენ მათ ამ დანაშაულს ვახსენებთ“.

ღარიბაშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილი - რომელსაც საქართველოში პატიმრობა აქვს მისჯილი რამდენიმე საქმეზე - სამშობლოში დაბრუნების შემთხვევაში, ციხეში ჩაჯდება.

„თუ ჩამოსვლა უნდა, ჩამოვიდეს. გვაქვს ჰალსტუხების საკმაოდ დიდი კოლექცია, რომ დავახვედროთ და კომფორტულად ვამყოფოთ ციხეში“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

XS
SM
MD
LG