Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ ჩხენკელი: სააკაშვილის ხელისუფლების დროს სკოლებს ანგრევდნენ


მიხეილ ჩხენკელი
მიხეილ ჩხენკელი

პრემიერ-მინისტრთან ერთად ბათუმში „განათლების ქალაქის" მონახულების შემდეგ განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ილაპარაკა „ქართული ოცნების" მმართველობის დროს სკოლების მშენებლობის შესახებ.

„ეს მართლაც უნიკალური ქალაქია, სადაც უკვე აშენდა სკოლა, რომელშიც გაძლიერებული პროგრამებით მოხდება ფიზიკისა და მათემატიკის სწავლება. ამ ქალაქში ასევე განსაზღვრულია სახელოვნებო სკოლისა და პროფესიული სასწავლებლის მშენებლობა, ასევე მეცნიერების პოპულარიზაციის ცენტრის მშენებლობა, რაც ახალ განზომილებას შესძენს ამ ქალაქს", - თქვა მინისტრმა.

მიხეილ ჩხენკელი ყურადღებას ამახვილებს მთავრობის 10-წლიან გეგმაზე, რომელიც ითვალისწინებს სკოლების მშენებლობას. მან წინა ხელისუფლება სკოლების დანგრევაში დაადანაშაულა.

„სააკაშვილის ხელისუფლების დროს სკოლებს ანგრევდნენ, მათგან განსხვავებით, ჩვენი გუნდი სკოლებს აშენებს, აკეთებს არსებული სკოლების სრულ რეაბილიტაციას, შესაბამისობაში მოჰყავს ევროპულ სტანდარტთან. ამისი მაგალითი მრავლად არის და ეს პროცესი, რასაკვირველია, გაგრძელდება, მათ შორის ქობულეთშიც. თქვენ გექნებათ ჭეშმარიტად ევროპული სტანდარტის შესაბამისი სკოლები, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია საგანმანათლებლო პროცესისთვის", - თქვა მიხეილ ჩხენკელმა.

XS
SM
MD
LG