უკრაინის სამართალდამცველებმა უნდა უზრუნველყონ ქვეყნის ტერიტორიაზე მცხოვრები ბელარუსის იმ მოქალაქეთა დამატებითი დაცვა, რომლებსაც, შესაძლოა, საფრთხე ემუქრებოდეთ.
ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ გამოცემულ განკარგულებაში, რომლის ფონია უკრაინაში მყოფი რიგი აქტივისტების მიმართ არსებული მუქარის თაობაზე უკრაინის სამართალდამცველების მიერ მოპოვებული ინფორმაცია. საფრთხე განსაკუთრებით გააძლიერა უკრაინის ტერიტორიაზე ბელარუსი ემიგრანტის, ვიტალი შიშოვის ტრაგიკულმა დაღუპვამ.
შიშოვი სამშაბათს იპოვეს ჩამოხრჩობილი კიევის ერთ-ერთ პარკში. მის სხეულზე აღმოჩნდა დაშავების კვალი, რაც დაცემისთვის არის დამახასიათებელი. სისხლის სამართლის საქმე აღიძრა მკვლელობის მუხლით. განიხილება ასევე როგორც თვითმკვლელობის, ისე სუიციდის იმიტაციის ვერსია.
შიშოვი უკრაინაში „ბელარუსული სახლის“ ხელმძღვანელი იყო. მისი თანამოაზრეები ვარაუდობენ, რომ იგი ბელარუსის სპეცსამსახურებმა მოკლეს.