Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

IRI-ის კვლევა: გამოკითხულთა 75% პროცენტი დიდი ალბათობით მივა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე


"საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" - IRI - საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მიხედვით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, დიდი ალბათობით, გამოკითხული მოსახლეობის 75 პროცენტი მიიღებდა მონაწილეობას. კვლევის თანახმად, გამოკითხული ამომრჩევლის 14 პროცენტი სავარაუდოდ ჩაერთვებოდა კენჭისყრის პროცესში. ამ მონაცემების ერთობლიობით, გამოკითხულთა 89 პროცენტი აპირებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას. ამავე კვლევით, 3 პროცენტი ფიქრობს, რომ დიდი ალბათობით არ მივა არჩევნებზე, ხოლო 6 პროცენტი ამბობს, რომ სავარაუდოდ არ აპირებს კენჭისყრაში მონაწილეობას. გამოკითხული მოსახლეობის 2 პროცენტს არ აქვს პასუხი კითხვაზე, აპირებს თუ არა არჩევნებში მონაწილეობას.

კვლევა 2021 წლის 15-30 ივნისის პერიოდში ჩატარდა და მრავალსაფეხურიანი შერჩევითი მეთოდის გამოყენებით მასში საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტი მონაწილეობდა. IRI-ის თანახმად, კვლევის ცდომილების ზღვარი +/-2.5 პროცენტს შეადგენს.

XS
SM
MD
LG