ლიტერატურული პრემია „ლიტერას" საკითხზე განცხადება გამოაქვეყნა პენცენტრმა, რომელიც ქართველ მწერლებს ერთიანებს.
„ლიტერატურული პრემია „ლიტერა“ წელს პირველად დადგა დიდი გამოწვევის წინაშე. კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა პრემიის ჟიურიში თავისი წარმომადგენელი, მინისტრის მრჩეველი მიავლინა. აქამდე „ლიტერას“ ჟიური ყოველწლიურად იცვლებოდა. ჟიურის წევრები იყვნენ მწერლები, ლიტერატურათმცოდნეები, კრიტიკოსები, მთარგმნელები. მიუხედავად იმისა, რომ პრემიას სახელმწიფო აფინანსებდა, დღემდე არავინ ერეოდა „ლიტერას“ საქმიანობაში. პრემია თავისუფალი იყო პოლიტიკური კონიუნქტურისაგან. ახლა ეს სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა. წულუკიანმა კულტურული ჟანდარმერიის შემოყვანა გადაწყვიტა და მოინდომა კულტურაზე კონტროლის ყველაზე ბნელი ტოტალიტარული ტრადიციების აღდგენა", - ნათქვამია განცხადებაში.
პენცენტრი მიუთითებს ლიტერატურულ პროცესში მინისტრის ჩარევის შესახებ.
„მიგვაჩნია, რომ მინისტრის მსგავსი თავხედური ჩარევა ლიტერატურულ პროცესში მწერლებისთვის და ჟიურის წევრებისთვის შეურაცხმყოფელია. მწერლებიც და ჟიურიც თავისუფალნი უნდა იყვნენ ყოველგვარი პოლიტიკური კონტროლის მცდელობისაგანაც კი. ამ პრემიის რეპუტაციას განსაზღვრავენ მასში მონაწილე მწერლები და გადაწყვეტილების მიღების თავისუფალი, დემოკრატიული პროცესი: გადაწყვეტილებას იღებენ აღიარებული პროფესიონალები და არა პარტიული ერთგულების ნიშნით შერჩეული დილეტანტი ჩინოსნები. მადლობას ვუხდით იმ მწერლებს და ჟიურის წევრებს, რომლებმაც პროტესტის ნიშნად უკვე დატოვეს „ლიტერა“. დარწმუნებულები ვართ, რომ ეს სია გაიზრდება", - ვკითხულობთ განცხადებაში, რომლის ხელმომწერები მოუწოდებენ თეა წულუკიანს დაუყოვნებლივ გაიწვიოს მის მიერ დანიშნული „ლიტერას“ ჟიურის წევრი.
ხელმოწერები (განახლებადია):
1. პაატა შამუგია
2. ზაალ ანდრონიკაშვილი
3. ნინო სურამელაშვილი
4. ნატო დავითაშვილი
5. დალილა გოგია
6. ნათია გიორგაძე
7. რუსუდან რუხაძე
8. ეკა ქევანიშვილი
9. გიორგი ლობჟანიძე
10. დარეჯან კიკოლიაშვილი
11. რატი მუჯირი
12. ბექა ქურხული
13. დავით ქაშიაშვილი
14. ბელა ჩეკურიშვილი
15. ხათუნა ცხადაძე
16. მაია ბადრიძე
17. ლანა კალანდია
18. არჩილ ქიქოძე
19. ანა კოპალიანი
20. ბექა ადამაშვილი
21. გია გოკიელი
22. მანანა მათიაშვილი
23. ქეთი ნიჟარაძე
24. ირაკლი კაკაბაძე
25. გიორგი შონია
26. დიანა ანფიმიადი
27. ირმა შიოლაშვილი
28. ნატო ინგოროყვა
29. ნათია მიქელაძე
30. ოთარ ჯირკვალიშვილი
31. ბესო სოლომონაშვილი
32. შოთა იათაშვილი
33. ლელა ცუცქირიძე
34. ერეკლე დეისაძე
35. ზურაბ პაპიაშვილი
36. მაია ალუდაური
37. მალხაზ ხარბედია
38. მაია კუდავა
39. ზვიად კვარაცხელია
40. ვასილ გულეური
41. თამთა მელაშვილი
42. გურამ მაცხონაშვილი
43. ნიკა ლაშხია
44. ლელა სამნიაშვილი
ლიტერატურული პრემია „ლიტერას“ ჟიური ამ დროისთვის სამმა წევრმა დატოვა.
მწერალთა სახლის მიერ ორგანიზებულ ლიტერატურულ კონკურსს "ლიტერას" ავტორებმა პროტესტი მასობრივად მას შემდეგ გამოუცხადეს, რაც ცნობილი გახდა, რომ 5-წევრიან ჟიურიში ერთს სამინისტრო ნიშნავდა. კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა იოსებ ჭუმბურიძე წარადგინა ჟიურის წევრად. ის ცნობილია ანტიდავლური განწყობებით, იყენებს სიძულვილის ენას, ლოიალურია ხელისუფლების მიმართ.