Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლაშა ბექაური: „ძალიან მიყვარხარ, ჩემო საქართველო“


ლაშა ბექაური ოქროს მედალს 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში დაეუფლა.
ლაშა ბექაური ოქროს მედალს 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში დაეუფლა.

ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე მოპოვებული გამარჯვების შემდეგ თანაგუნდელებს, ძიუდოს ნაკრების ექიმებს და გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა. 21 წლის სპორტსმენის ემოციური კომენტარი საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა გაავრცელა.

„ახლა წარმოვიდგინე, ჩემი ხალხი როგორი გახარებულია და ძალიან ბედნიერი ვარ. ბოლომდე ვიბრძოლე, ვიშრომე და დამიფასდა - გავხდი ოლიმპიური ჩემპიონი და ავიხდინე დიდი ხნის ოცნება. ჩვენ ეს ყველამ ერთად გავაკეთეთ. ძიუდოს გუნდმა, ჩვენმა ექიმებმა და მინდა, ყველას მადლობა გადავუხადო. დიდი მადლობა გულშემატკივრებს, ჩემს არხილოსკალოს, ჩემს ქედებს და გუდამაყარს. ძალიან მიყვარხარ, ჩემო საქართველო!“ - თქვა „ტოკიო - 2020“-ის პირველმა ქართველმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა.

ლაშა ბექაური ოქროს მედალს 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში დაეუფლა. ტოკიოს ტატამზე მან ხუთი შეხვედრა ჩაატარა და ხუთივე დამაჯერებლად მოიგო. ფინალში ქართველმა ძიუდოისტმა გერმანელი ედუარდ ტრიპელი დაამარცხა.

XS
SM
MD
LG