Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოდან ისრაელში დაბრუნებულებს „დელტა პლუს“ შტამი გამოუვლინდათ


ისრაელის მედიის ცნობით, უცხოეთიდან სამშობლოში დაბრულებულ მოქალაქეთა შორის 12-ს კორონავირუსის "დელტა პლუს" შტამი გამოუვლინდა, მათ უმრავლესობას საქართველოში მოგზაურობის ისტორია ჰქონდა.

ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით მედია წერს, რომ ჯერჯერობით უცნობია, "დელტა პლუს" შტამი არის თუ არა "დელტა" შტამზე უფრო გადამდები.

ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, მარტის შემდეგ პირველად ისრაელში დადებითობის დღიური მაჩვენებელი 2 პროცენტს ასცდა.

კვირას 67 676 ტესტის შედეგად კორონავირუსის 1398 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც 2.07 %-ს შეადგენს. ამჟამად ისრაელში 11 606 აქტიური შემთხვევაა, 6 კვირის წინ ეს რიცხვი 200-ს შეადგენდა.

მძიმედ ავადაა 108 პაციენტი, 25 მათგანი კრიტიკულად მძიმეა, გარდაცვლილთა საერთო რიცხვია 6471, სულ ქვეყანაში პანდემიის დაწყებიდან რეგიტირებულია 861 516 შემთხვევა.

ისრაელის მთავრობის გადაწყვეტილებით, 30 ივლისიდან საქართველო „ნარინჯისფრიდან“ გადავა „წითელი“ ქვეყნების სიაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ისრაელის მოქალაქეებს საქართველოში გამგზავრება აეკრძალებათ ქვეყანაში რთული ეპიდსიტუაციის გამო.

XS
SM
MD
LG