Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელს საქართველო საშიში ქვეყნების სიაში შეჰყავს


ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების გამო, ისრაელი ცვლის ქვეყანაში შესვლის წესებს - მომდევნო პარასკევიდან, ანუ 23 ივლისიდან მაღალი რისკის მქონე ქვეყნებიდან, რომელთა სიაშიც საქართველოც მოხვდა, ისრაელში ჩასულ/დაბრუნებულ პირებს ერთკვირიანი თვითიზოლაციის გავლა მოუწევთ.

საშიში ქვეყნების სიაში ისრაელს ამ დროისთვის შეყვანილი ჰყავს გაერთიანებული არაბეთის ემირატები, სეიშელის კუნძულები, ეკვადორი, ეთიოპია, გვატემალა, ზიმბამვე, ზამბია, ნამიბია, პარაგვაი, ჩილე, კოლუმბია, კოსტა რიკა და ტუნისი. 23 ივლისიდან ამ სიას ემატება საქართველოსთან ერთად გაერთიანებული სამეფო, კვიპროსი, თურქეთი, უგანდა, მიანმარი, ფიჯი, პანამა, კამბოჯა, კენია და ლიბია. ამავე დროიდან ისრაელი ფრენებს წყვეტს ესპანეთთან და ყირგიზეთთან.

საზღვრის კვეთასთან დაკავშირებული შეზღუდვები ისრაელმა დელტა შტამის სწრაფი გავრცელების გამო დააწესა. პარასკევიდან ყველა, ვინც საზღვარს გადაკვეთს, მათ შორის ისინიც, ვინც ვაქცინირებულია, 24 საათიან თვითიზოლაციაში მიდის ტესტის ნეგატიური პასუხის მიღებამდე.

ისრაელი იმ ათ ქვეყანას შორისაა, საიდანა საქართველოში ყველაზე მეტი მოქალაქე ჩამოდის ტურისტულად.

XS
SM
MD
LG