მთაწმინდის პარკში მიმდინარე ღონისძიებაზე „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატად კვლავ კახა კალაძე დაასახელეს.
„ქართული ოცნება“ თბილისის მერობის კანდიდატად ასახელებს თბილისის ყველა დროის საუკეთესო მერს, კახა კალაძეს“, - თქვა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კი აღნიშნა, რომ მას სჯერა, როგორც დედაქალაქში, ასევე საქართველოს ყველა ქალაქში „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად გაიმარჯვებს.
მმართველი პარტიის გენერალურ მდივანს კახა კალაძეს დედაქალაქის მერის თანამდებობა 2017 წლის ნოემბრიდან უკავია.