Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„თბილისი პრაიდი“ მედიის წარმომადგენლებს სოლიდარობას უცხადებს


„თბილისი პრაიდი“ სოლიდარობას უცხადებს 5 ივლისს თბილისში განვითარებული მოვლენების დროს დაშავებულ მედიის წარმომადგენლებს. განცხადებაში, რომელიც ორგანიზაციამ გაავრცელა, ხაზგასმულია ის გამბედაობა და სამოქალაქო პოზიცია, რომელიც მედიამ პრაიდის კვირეულის გაშუქებისას გამოიჩინა:

„5 ივლისს, ძალადობრივი ჯგუფების თავდასხმის შედეგად დაშავდა 50-მდე ჟურნალისტი და მედიის წარმომადგენელი. გვსურს, სრული მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოვუცხადოთ მედიის წარმომადგენლებს, რომლებიც თავიანთი პროფესიული მოვალეობის შესრულებისას დაშავდნენ. გვინდა განსაკუთრებულად აღვნიშნოთ ის გამბედაობა, თავდადება, სოლიდარული და პასუხისმგებლიანი სამოქალაქო პოზიცია, რომელიც მედიამ გამოიჩინა პრაიდის კვირეულის გაშუქებისას და ქვიარ თემის მხარდასაჭერად“, - აღნიშნავს „თბილისი პრაიდი“.

„თბილისი პრაიდის“ მიმართ აგრესიულად განწყობილი ჯგუფები თბილისის ცენტრში „ღირსების მარშის“ გამართვის საწინააღმდეგოდ 5 ივლისს დილიდან შეიკრიბნენ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კი მთავრობის სხდომის დაწყების წინ თქვა, რომ პრაიდის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი "ღირსების მარშის" ჩატარებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს. მოგვიანებით "ღირსების მარში" ორგანიზატორებმა გააუქმეს, ამ გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა შსს-ს მიერ შეთავაზება, შეეცვალათ მარშის ჩატარების ადგილი.

დღის ბოლოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჯამში ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 8 პირი. სულ იძალადეს 55 ადამიანზე, რომელთაგან 53 მედიის წარმომადგენელია.

XS
SM
MD
LG