Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კრემლი აცხადებს, რომ რუსეთისთვის „წითელი ხაზია“ უკრაინის ნატოში გაწევრიანება


დმიტრი პესკოვი
დმიტრი პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი აცხადებს, რომ კრემლს აღელვებს კიევისათვის ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მიცემაზე საუბარი, რადგან უკრაინის გაწევრიანება ნატოში რუსეთისათვის „წითელი ხაზი“ იქნება.

„ნატოში უკრაინის გაწევრიანების შესახება საუბარი არის ის, რასაც ჩვენ ძალიან ყურადღებით ვადევნებთ თვალს. ეს ჩვენთვის მართლა წარმოადგენს წითელ ხაზს და ჩვენ შეშფოთებას იწვევს“, - განაცხადა დმიტრი პესკოვმა მეორე დღეს მას შემდეგ, რაც ჟენევაში ერთმანეთს შეხვდნენ ვლადიმირ პუტინი და ჯო ბაიდენი.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ორშაბათს განაცხადა, რომ სურს მიიღოს ღია გზავნილი - „კი“ ან „არა“ - ამერიკის პრეზიდენტ ჯო ბაიდენისგან იმაზე, მიიღებს თუ არა კიევი ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმას.

სააგენტოებთან Reuters, Associated Press და AFP საუბრისას ზელენსკიმ თქვა, რომ მან ბაიდენისგან მიიღო დაპირება, რომ უკრაინა არ იქნება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან ვაჭრობის საკითხი.

„როცა ნატოსა და “MAP”-ზე ვლაპარაკობთ, მინდა, რომ [ბაიდენისგან] მივიღო კონკრეტიკა: კი თუ არა“ , - თქვა ზელენსკიმ ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმაზე (MAP) საუბრისას. „ჩვენ უნდა მივიღოთ კონკრეტული თარიღები“, - თქვა მან.

პასუხად აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ალიანსში გაწევრიანების მსურველმა უკრაინამ ჯერ უნდა აღმოფხვრას კორუფცია და ასევე შეასრულოს სხვა კრიტერიუმები.

ვოლოდიმირ ზელენსკი ნატოს წევრობის პროცესის დაჩქარებისკენ მას შემდეგ მოუწოდებს, რაც რუსეთმა ცოტა ხნის წინ ქვეყნის საზღვართან 100,000 სამხედრო პირი და ჯავშანტექნიკა განათავსა. უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ რუსი სამხედროების დიდი ნაწილი კვლავ უკრაინის საზღვარზე რჩება.

XS
SM
MD
LG