Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაიდენმა და პუტინმა ძლიერ განსხვავებული პოზიციების მიუხედავად მოლაპარაკების დროს გარკვეულ „წინსვლას“ მიაღწიეს


აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა და რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, განაცხადეს, რომ მათი პირისპირ პირველი შეხვედრის დროს გამონახეს ზოგიერთი საერთო პოზიცია მცირე საკითხებში, თუმცა დიდი აზრთა სხვადასხვაობა რჩება სფეროებში, რომლებმაც ორმხრივი ურთიერთობა ცივი ომის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზე დაიყვანა.

სამ საათზე მეტ ხანს მოლაპარაკების შემდეგ, 16 ივნისს, ბაიდენმა განაცხადა, რომ დისკუსია ორ ლიდერს შორის იმდენად ინტენსიური და დაწვრილებითი იყო, რომ „აღარ იყო საჭირო მეტი საუბარი“.

პუტინის თქმით, შეხვედრა განსაზღვრა პრაგმატულმა მოლაპარაკებამ კონსტრუქციულ, გამოცდილ პარტნიორთან, „რომელიც იმავე ენაზე ლაპარაკობს“ მიუხედავად იმისა, რომ მეგობრობის დონეს ვერ მიაღწიეს.

„ჩვენ, აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი და რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი, აღვნიშნავთ, რომ აშშ-მაც და რუსეთმაც აჩვენეს, რომ დაძაბულობის ფაზაშიც შესწევთ უნარი, წინსვლას მიაღწიონ ჩვენს ორმხრივ მიზნებში, უზრუნველყონ სტრატეგიულ სფეროში პროგნოზირებადობა, თავიდან აიცილონ შეიარაღებული კონფლიქტები და ატომური ომის საფრთხე“, - წერია სამიტის შემდეგ გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაში.

სამიტი ჩატარდა მაშინ, როცა პუტინი აგრძელებს რუსეთის პოლიტიკურ სისტემაზე თავისი ზეგავლენის გაძლიერებას.

16 ივნისს, ჟენევაში გამართული შეხვედრის წინ არსებითი მიღწევების მოლოდინი ნაკლები იყო.

XS
SM
MD
LG