Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მეუფე იაკობი საუბრობს, რას გეგმავს ნინოწმინდის პანსიონში


ნინოწმინდის პანსიონის ახალი მმართველი ეპისკოპოსი იაკობი ამბობს, რომ იწყებენ პანსიონის გარდაქმნის პროცესს. ამის შესახებ მან დღეს ჟურნალისტებთან პანსიონიდან გამოსვლის შემდეგ ისაუბრა.

"ძალიან საინტერესო პროექტს განვახორციელებთ. საწყის ეტაპზე ავაშენებთ რამდენიმე სახლს, სადაც იქნება ოჯახური გარემო. პრობლემა რაზეც არის, 2022 წლის 1 აპრილამდე უნდა დასრულდეს ასეთი დაწესებულების ფუნქციონირება, ჩვენ ვაკეთებთ ისე, როგორც არის მიღებული მსოფლიოში - იქნება საერთაშორისო სტანდარტებით... სხვადასხვა წრეები იქნება და კომპიუტერულ კლასებსაც გავაკეთებთ", - თქვა ეპისკოპოსმა იაკობმა.

მისი თქმით, პანსიონში არსებულ რა პრობლემებთან დაკავშირებითაც ფაქტებს აჩვენებენ, მათზე რეაგირება იქნება.

"ზოგი ისეთი განწყობით არის, რომ უნდა ყველაფერი დაიშალოს და ჩამოიშალოს და ხომ უნდა ვისწავლოთ ერთხელ და სამუდამოდ, რომ უნდა ვაშენოთ, მარტო მნგრეველები არ ვიყოთ..." - თქვა მან.

სახალხო დამცველი წლების განმავლობაში ლაპარაკობდა საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი პანსიონატის კედლებს მიღმა სავარაუდო ძალადობის ფაქტებზე და ითხოვდა დაწესებულებაში შესვლას, რის უფლებასაც მას სხალთის მთავარეპისკოპოსი, მეუფე სპირიდონი არ აძლევდა.

ნინოწმინდის პანსიონატი საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში 2 ივნისს, სახალხო დამცველის კიდევ ერთი ხმაურიანი განცხადების შემდეგ მოექცა. ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში, 2016-2021 წლებში პანსიონატში, სავარაუდო ძალადობის ფაქტებზე, მათ შორის, სავარაუდო გაუპატიურების ფაქტზე, ოთხი საქმე იყო აღძრული.

გარდა 2016-2021 წლებში ოთხ სისხლის სამართლის საქმეზე დაწყებული გამოძიებისა, შსს-ს ცნობით, სხვადასხვა მედიით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, ბავშვთა პანსიონატში აღსაზრდელების მიმართ შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტებზე, გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით (ძალადობა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ).

XS
SM
MD
LG