Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დეკანოიძის თქმით, პარლამენტში ენმ-ის შესვლისთანავე უმრავლესობამ სხდომა დაასრულა და გაიქცა


ხატია დეკანოიძე
ხატია დეკანოიძე

პარლამენტის სხდომის დასრულების შესახებ სპიკერის კახა კუჭავას მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას „ნაციონალური მოძრაობის“ უკმაყოფილება მოჰყვა.

დაახლოებით 7-თვიანი ბოიკოტის დასრულების შემდეგ პარლამენტში შესული პარტია „ქართულ ოცნებას“ გაქცევაში ადანაშაულებს.

„დღეს "ნაციონალური მოძრაობის" საპარლამენტო საქმიანობის შემდეგ მოხდა უპრეცედენტო ფაქტი, მე მგონი, ქართული პარლამენტარიზმის ისტორიაში, როდესაც უმრავლესობამ და ხელისუფლებამ ბოიკოტი გამოუცხადეს თვითონ სესიას და სხდომას. ანუ მას შემდეგ, რაც ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ მივიღებთ მონაწილეობას ისეთი საკითხების განხილვაში, რომელიც აწუხებს მთელ საზოგადოებას, მათ შორის, ეს არის პარტიების დაფინანსების საკითხების ჩახსნა, როდესაც ვენეციის კომისიის უარყოფითი დასკვნის მიუხედავად, "ქართულ ოცნებას" გადაწყვეტილი აქვს, რომ ეს კანონმდებლობა მიიღოს; ასევე, ამნისტიის კანონპროექტის განხილვა და როდესაც კიდევ დაახლოებით ათზე მეტი საკითხი იყო განსახილველად შემოტანილი, "ნაციონალური მოძრაობის"
პარლამენტში შესვლითანავე უმრავლესობამ დაასრულა და გაიქცა სხდომის დარბაზიდან“, - აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე და ამატებს: - „ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ფაქტს, რომ ჩამოშლილი ხელისუფლება, რომელსაც არანაირი საყრდენი არ აქვს საერთოდ, რეალურად, შიშის გამო გაექცა მთავარ ოპოზიციურ ძალას, რომელსაც ნამდვილად აინტერესებდა, რომ დისკუსიაში მიეღო მონაწილეობა. მათ ასევე შეეშინდათ ნიკა მელიას ფრაქციის დროის გამოყენებით პოლიტიკური მიმართვის“.

8 ივნისს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მივიდნენ პარლამენტში და საპარლამენტო საქმიანობაში ჩაერთვებიან.

პარტიაში პარლამენტში შესვლაზე მსჯელობა მას შემდეგ დაიწყო, რაც ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ჩართულობით შეთანხმება გაფორმდა. ამ შეთანხმების მიხედვით, ნიკა მელიას ციხე უნდა დაეტოვებინა, ოპოზიციურ პარტიებს კი საპარლამენტო საქმიანობა გაეგრძელებინათ.

XS
SM
MD
LG